გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მოადგილეებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრაზე სკოლამდელი განათლების მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და უსაფრთხო, თანამედროვე გარემოს შექმნასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე იმსჯელეს.
კონსტანტინე ბუზალაძემ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„2026 წელს გორის მუნიციპალიტეტი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას აგრძელებს. ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნა და ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.