ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე უძღვება.
დღის წესრიგის თანახმად, საკრებულოს წევრები 17 საკითხს განიხილავენ.
საკრებულოს წევრები დღევანდელ სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაზე იმსჯელებენ.
განიხილავენ, ასევე, საზაო უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ხელოვნული უსწორმასწორობების განთავსება-მონტაჟის საკითხს.
დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპებ-ის საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ განკარგულების პროექტებსაც მოისმენენ.
დღსვე, ბოლო საკითხად განიხილება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტი.