Wizz Air-ი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქსელს აფართოებს, აღდგება თუ არა ქუთაისი-აბუ-დაბის პირდაპირი რეისი
Wizz Air-ი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქსელს აფართოებს და ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, აბუ-დაბისა და დუბაის მიმართულებით ფრენებს რამდენიმე ქვეყნიდან აღადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურისტული სააგენტო ,,Checkin 365” Wizz Air-ის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გამოცხადებულ მარშრუტებს შორის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის (ქუთაისი-აბუ-დაბი) პირდაპირი რეისის აღდგენა არ ფიგურირებს.
,,Wizz Air-ი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქსელს აფართოებს და ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, აბუ-დაბისა და დუბაის მიმართულებით ფრენებს რამდენიმე ქვეყნიდან აღადგენსლოუკოსტერის ქსელში ბრუნდება (25 ოქტომბრიდან, ეტაპობრივად) მიმართულებები: არაბთა გაერთიანებული საამიროები - აბუ-დაბი, დუბაი, ასევე საუდის არაბეთის ქალაქი ჯედა და იორდანიის ქალაქი ამანი.
აბუ-დაბისა და დუბაის მიმართულებით ფრენები დაგეგმილია ევროპის რამდენიმე ქალაქიდან: ბუდაპეშტი, კრაკოვი, კატოვიცე, კლუჟ ნაპოკა, ბუქარესტი, სოფია და ლარნაკა.
ამ ეტაპზე, გამოცხადებულ მარშრუტებს შორის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის (ქუთაისი-აბუ-დაბი) პირდაპირი რეისის აღდგენა არ ფიგურირებს, თუმცა, შუალედური ქალაქების გამოყენებით, შესაძლებელია ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მარშრუტის დაგეგმვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.