საქართველოდან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული
2026 წელს, 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 13%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 1.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 2026 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია: სპირტიანი სამელები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, უალკოჰოლო სასმელები, თხილი, მოცვი, კურკოვანი ხილი, დაფნის ფოთოლი და სხვა პროდუქტები.