საზოგადოება
10.09.2026 14:46
აგვისტოში, შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, აგვისტოში, შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 21 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის, ტრანსპორტირების ფაქტია.

„გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 - სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 3 - სამცხე-ჯავახეთში, 1 - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3 - ქვემო ქართლში, 4 - გურიაში, 2 - კახეთში, 1 - მცხეთა-მთიანეთში, ხოლო 3 - შიდა ქართლის რეგიონში.

სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტია გამოვლენილი სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები