სპორტი
16.05.2026 13:56
უნგერთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პარასპორტსმენმა ლევან მახათაძემ მარჯვენა და მარცხენა ხელში ასპარეზობა პირველი ადგილით დაასრულა
გორელი ლევან მახათაძე პარამკლავჭიდში ევროპის ოთხგზის ჩემპიონია.

ბუდაპეშტში (უნგრეთი) გამართულ შეჯიბრში პარასპორტსმენი მძიმე წონაში ასპარეზობდა. ჩემპიონატის ფარგლებში, მახათაძემ მარჯვენა მკლავით ჭიდილში სლოვაკი, შვედი და კვლავ სლოვაკი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება მარცხენა მკლავს, მახათაძემ უკრაინელ სლოვაკ და უკრაინელ პარასპორტსმენებთან წარმატებით იასპარეზა და შეჯიბრი ოქროს მედლით დაასრულა.

„ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. დიდი კონკურენციის მიუხედავად, შევძელი და კიდევ ერთხელ გავხდი ევროპის ჩემპიონი. მოპოვებული წარმატება უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევინარჩუნო ლიდერობა და სხვადასხვა ჩემპიონატზე ავაჟღერო საქართველოს ჰიმნი", - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ლევან მახათაძემ.

აღსანიშნავია, რომ ლევან მახათაძე პარამკლავჭიდში ევროპის ოთხგზის ჩემპიონობის პარალელურად, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.
კვირის ამბები