მეხუთე საჯარო სკოლის გუნდი ხელბურთში გამართული აღმოსავლეთ საქართველოს პირველობის გამარჯვებულია
გორის მეხუთე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი ხელბურთში აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონია.
შეჯიბრი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა. ფინალურ შეხვედრაში გორელებმა თბილისის №103-ე საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხეს და პირველ ადგილს დაეუფლნენ.
გამარჯვებული გუნდი ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ლუკა ჩილაშვილი, გიორგი საათაშვილი, ნიკოლოზ კაპანაძე, რეზი ბრეგვაძე, გეგა შავიძე, გიორგი ასკილაშვილი, ანდრო მიხელიძე, ნიკოლოზ ყოჩიშვილი, საბა კოკაური და მიხეილ ციცაგი.
შეგახსენებთ, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება.