ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ქარელის მერიის თასზე 22 მედალი მოიპოვეს
ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ქარელის მერიის თასზე ექვსი პირველი, სამი მეორე და ცამეტი მესამე ადგილი დაიკავეს.
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრში 2012-2013 და 2015-2016 წწ. დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
ტურნირის გამარჯვებულები ბექა ბერიანიძე (23 კგ.), ნიკოლოზ ბერიანიძე (26 კგ.), დანიელ გალეგაშვილი (29 კგ.), თომა პაპიტაშვილი (35 კგ.), გიორგი კარელიძე (38 კგ.) და ლექსო გიგაური (44 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილი ლაზარე ხეთაგურმა (26 კგ.), დაჩი კარელიძემ (29 კგ) და ლუკა მექვაბიძემ (57 კგ.) დაიკავეს.
საბა გამხიტაშვილმა (20 კგ.), ნიკოლოზ ვალიშვილმა (20 კგ.), ნიკოლოზ პატაშურმა (23 კგ.), ანდრია ყაყიტაშვილმა (23 კგ.), დავითი ჩოჩიშვილმა (32 კგ.), საბა ვართანიანმა (38 კგ.), ანრი ღლონტმა (38 კგ.), აივაზ ემინოვმა (38 კგ.), გაბრიელი კაკაურიძემ (41 კგ.), გიორგი ოქროპირიძემ (41 კგ.), დავით მუკნიაშვილმა (44 კგ.), გიორგი გელიაშვილმა (48 კგ.) და დავით ლომოურმა (52 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით და ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.