

თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ღია პირველობა გორელმა სპორტსმენებმა ექვსი მედლით დაასრულეს.
შეჯიბრი ყვარელში ჩატარდა და გამარჯვებულები ანდრია მახარაშვილი, ალეკო ტლაშაძე და ლექსო გიგაური გახდნენ. მეორე ადგილი ანრი ღლონტმა დაიკავა. ლაზარე ხეთაგურმა და გაბრიელ ჯიოშვილმა ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ გორელ მოჭიდავეთაგან ოთხი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ალეკო ტლაშაძე და გაბრიელ ჯიოშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენები არიან, პარალელურად, ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლაშიც ვარჯიშობენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს