სპორტი
27.04.2026 11:59
„ივერიონი“ – „ბათუმი“ - საკალათბურთო მატჩი გორელთა გამარჯვებით დასრულდა
გორის საკალათბურთო კლუბმა - „ივერიონი“ პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში „ბათუმი“ 95:94 დაამარცხა.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და ბათუმელთა ფარში გადამწყვეტი ბურთი ენდრიუ ლუისმა მოათავსა. მიღწეული გამარჯვებით გორელებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს (1:1).

„პირველი მატჩის შემდეგ, დეტალური ანალიზი გავაკეთეთ, ზუსტად ვიცოდით, რა უნდა შეგვეცვალა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს და თითოეულ კალათბურთელს გაწეული სამუშაოსთვის. ახლა მთელი კონცენტრაცია გორში გასამართ თამაშზე გვაქვს. ვეცდებით, საკუთარ კედლებში მეტოქეს კიდევ უფრო ხარისხიანი კალათბურთი შევთავაზოთ“, - აღნიშნა „ივერიონის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით როგავამ.

მომდევნო საკალათბურთო მატჩს „ივერიონი“ 29 აპრილს გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
კვირის ამბები