სპორტი
27.04.2026 11:01
გორელმა სუმოისტებმა ევროპის თასი ოთხი მედლით დაასრულეს
სუმოში გამართულ ევროპის თასზე გორელმა სპორტსმენებმა ოთხი საპრიზო ადგილი დაიკავეს. მოპოვებული მედლებიდან ერთი ვერცხლის, სამი კი ბრინჯაოს სინჯისაა.

ბადრი ხატისკაცმა +115 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აბსოლუტურში კი ვერცხლის პრიზორია. 85 კგ.წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ავაზაშვილმა. რაც შეეხება ლუკა ავაზაშვილს, სპორტსმენი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საპრიზო ადგილებზე გასული სამივე გორელი სუმოისტის მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.

ევროპის თასი ბათუმში ჩატარდა. საქართველოს გარდა, შეჯიბრში ხუთი ქვეყნის (გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ესტონეთი და აზერბაიჯანი) უძლიერესი სუმოისტები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.
კვირის ამბები