

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სოფელ ახალშენთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვეის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფს კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავს.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და აგურით დატვირთული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახნენ. ავარიის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო მსუბუქი ავტომანქანის მგზავრმა - ახალგაზრდა ქალმა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს