სპორტი
13.03.2026 14:21
მაგიდის ჩოგბურთში შიდა ქართლის რეგიონული თამაშები ჩატარდება

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში შიდა ქართლის რეგიონული თამაშები გაიმართება.

შეხვედრები 17 მარტს გაიმართება.

სპორტულ აქტივობაში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის №2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი იაპარეზებს. რეგიონულ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები ბრძოლას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით იმართება. ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება.

კვირის ამბები