
გორის სპორტის სასახლემ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
შეჯიბრი 15-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს თერთმეტ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.
რაც შეეხება შედეგებს, გორელმა სპორტსმენებმა ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ცხრა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ჩემპიონები ლუკა დოთიაშვილი (44 კგ.), ზურა დოთიაშვილი (48 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (52 კგ.), ედო მანველიშვილი (75 კგ.) და ანდრია დოიჯაშვილი (85 კგ.) გახდნენ.
ვერცხლის მედალს თორნიკე დვალიშვილი (41 კგ.) დაეუფლა.
ნიკა გაგლოშვილმა (38 კგ.), დავით მუკნიაშვილმა (41 კგ.), გიორგი პაპიტაშვილმა (48 კგ.), ნიკა ტარუაშვილმა (52 კგ.), გივიკო ქებაძემ (52 კგ.), ლუკა ქავთარაძემ (57 კგ.), მიხეილ მაყიშვილმა (62 კგ.), ლექსო დოლაბერიძემ (62 კგ.) და დათო რაზმაძემ (75 კგ.) ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრის მიზანს სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაცია, გაფართოება და 15-წლამდელთა ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება წარმოადგენდა.