საზოგადოება
27.01.2025 14:33
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისთვის შეხვედრები დღეს დაიწყება - გაეცანით გრაფიკს

„სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად სოფლის კრებები და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეს, 27 თებერვალს, 12:00 საათიდან დაიწყო.

სოფლის კრებები მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება და 2025 წელს, პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღების პროცესს კოორდინაციას გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ.

გაეცანით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასატარებელი საერთო კრების სხდომებისა და ამომრჩევლებთან გასამართი კონსულტაციების გრაფიკს:




კვირის ამბები