

ცოტა ხნის წინ, ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ახალგაზრდა დაშავდა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. მერსედესის, ოპელის და სატვირთოს შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება ორმა ახალგაზრდამ მიიღო. დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
„გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის განცხადებით, ორივე პაციენტს ტვინის შერყევა აღენიშნება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანი სტაციონარში რჩება და უტარდებათ დამატებითი კვლევები.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს