

ცენტრალური ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
სამგზავრო მინივენი ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა მინივენის მძღოლი, ოთხმა მგზავრმა კი, სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის