საზოგადოება
28.03.2024 11:53
2023 წელს, საქართველოში 40 214 ბავშვი დაიბადა და 42 756 მოქალაქე გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში 2023 წელს დაბადების და გარდაცვალების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. გასულ წელთან შედარებით, 2023 წელს, შობადობა 5 %-ით პროცენტით არის შემცირებული.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2023 წელს, საქართველოში 42 756 მოქალაქე გარდაიცვალა.

კვირის ამბები