კულტურა
11.03.2024 11:36
„წითელკანინთა ბელადი“ – 23 და 24 მარტს გორის თეატრში პრემიერა გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, 23 და 24 მარტს მორიგ პრემიერას აანონსებენ.

თანამედროვე რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს ო. ჰენრის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „წითელკანიანთა ბელადი“ წარუდგენს.

წარმოდგენაში მაღი არღუთაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, ელენე დარჩია, ზვიად მაღალაშვილი, კობა კოპაძე და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge

სპექტაკლი 18:00 დაიწყება.

კვირის ამბები