საზოგადოება
13.09.2023 13:41
იუსტიციის სახლი სტუდენტებს სიახლეს სთავაზობს - დაიტანონ სტუდენტის სტატუსი პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე და ისარგებლონ შეღავათებით

იუსტიციის სახლი სტუდენტებს სიახლეს სთავაზობს - დაიტანონ სტუდენტის სტატუსი პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე და ისარგებლონ შეღავათებით

როგორც უწყებაში აცხადებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსი დაიტანება 7 სამუშაო დღეში, უფასოდ.

„იუსტიციის სახლი ყველა სტუდენტს ულოცავს სტუდენტობას და სთავაზობს სიახლეს - დაიტანონ სტუდენტის სტატუსი პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე და ისარგებლონ შეღავათებით. ფასდაკლებებით სარგებლობა შეგიძლიათ თეატრის, კინოსა და მატარებლის ბილეთების შეძენისას, მუზეუმებსა და ბოტანიკურ ბაღებში. ასევე, კერძო კომპანიების ინდივიდუალური შეთავაზებებისას“, - აცხადებენ უწყებაში.

 

კვირის ამბები