საზოგადოება
30.03.2023 14:21
უახლოესი სამი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში დაბალი ტემპერატურა, ღრუბლიანობა, პერიოდულად ნალექი და ქარია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 30 მარტს, გორში, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  დღისით +5, ღამის საათებში კი +1 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია ქარიც 11 მ/წ-მდე. 23 საათიდან ნავარაუდევია მცირე ნალექი გორში წვიმის, მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე კი თოვლჭყაპის სახით.

31 მარტს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერი დღისით +5 გრადუსამდე გათბება, ღამის საათებში კი ნავარაუდევია ტემპერატურის 0 გრადუსამდე დაცემა.

ღუბლიანობა, პერიოდულად მცირე ნალექი და +6 გრადუსია ნავარაუდევი 1-ელ აპრილს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი გორში 2 აპრილს, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დღისით +12, ღამის საათებში კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

3 აპრილიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება.

კვირის ამბები