დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, გადაადგილების საშუალება ორ თვეში ერთხელ მიეცემათ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები 6 თებერვალს ახალგორის შესასვლელის კვლავ ჩაკეტვას გეგმავენ.
სააგენტო „რესი“-ს ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტის ორ თვეში ერთხელ გაღების გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების საბჭომ გასული წლის 2 დეკემბერს მიიღო. ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის მორიგ თარიღს ახალგორელებს მოგვიანებით აცნობებენ.
დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტეს და 24 იანვარს დროებით გააღეს.