კულტურა
13.10.2022 11:39
ლიტერატურული კონკურსი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის ორგანიზაცია „ინოვატორი“ ესეების კონკურსს აცხადებს.

„გიყვარს წერა? თვლი, რომ შემოქმედებითი ხარ? მაშ „ინოვატორი“-ის ესეების კონკურსი შენთვისაა. ესეს მოცულობა უნდა იყოს 500-700 სიტყვა, შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 12; ინტერვალი - 1,15. ნაშრომი უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილე პირს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან. ნამუშევრები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: youthcenterqartli@gmail. com; ესეები აიტვირთება „ინოვატორის“ გვერდზე და გამარჯვებულს გადაეცემა ფასიანი საჩუქრები“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

რაც შეეხება საკონკურსო ნამუშევრების შინაარსს, ესე უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთ მათგანს: საქართველოს ევროპული მომავალი; წარმატება თუ ბედნიერება; დეზინფორმაცია; ქალთა შრომითი უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.

კვირის ამბები