

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში მოქმედებს.
„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან და ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ყველა საერთაშორისო პარტნიორთან სრულ კოორდინაციაში ვმოქმედებთ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მძიმე ისტორიის დასრულებას ყველა ერთმანეთს მივულოცავთ“,- განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ ექიმთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულკითხვაზე კომენტირებისას.
ქართველი ექიმი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთამ 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.