სსიპ - ქალაქ გორის №7 საჯარო სკოლა ბიოლოგიის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია კვირაში 22-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VIII, X, XI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 584-670 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 2021 წლის 20 ოქტომბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 25 ოქტომბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.