დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა. სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.
ბესარიონ სიმონიშვილის თქმით, სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელს, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, გრანტს 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი