უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე დღეისთვის დაანონსებული ტურისტული გამოფენა-ბაზრობა აღარ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.
,,ქ. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, 10 ოქრომბერს დაგეგმილი ტურისტული გამოფენა-ბაზრობა გადაიდო, ჩატარების დროს დამატებით გაცნობებთ.
სამძიმარს ვუცხადებთ უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს“, - აღნიშნულია გორისდ მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.