

ტესტირების შედეგად გამოვლენილი კოვიდინფიცირების ფაქტების გამო, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სამი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
კოვიდინფექცია სკოლის სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, კლასები, სადაც აღნიშნული მოსწავლეები სწავლობენ, დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
შეგახსენებთ, მოსწავლის ინფიცირების გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გორის მე-7 საჯარო სკოლის მეათე კლასიც.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ