

ტესტირების საფუძველზე, გორის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, - აღნიშნული ინფორმაცია ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაუდასტურეს.
რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მეათე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
,,ტესტირების შედეგად მე-7 საჯარო სკოლის მეათე კლასის ერთ მოსწავლეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც, აღნიშნული კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ