

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია გორის მე-8 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, ხმა მისცა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
გუბერნატორი შიდა ქართლის ამომრჩეველს კენჭისყრაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
ამ ეტაპზე, რეგიონში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში“, - განაცხადა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი საღამოს 8 საათზე შეწყდება.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი