

,,სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს დილით შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.
ამ ეტაპზე, „ასტრაზენეკას“ და ,,ფაიზერის" ვაქცინით სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისა და 65 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობს.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი