რჩევები
28.12.2020 13:56
როგორ შევხვდეთ თეთრი მეტალის ხარის წელს

მომავალი 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით,  თეთრი მეტალის ხარის წელია. იმის გათვალისწინებით, რომ გასულმა წელმა შფოთვა მოგვიტანა, ახალი წლის დადგომას, რომლის სიმბოლოც ხარია, დიდი იმედებით ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ ხარი ჯანმრთელობას მოგვიტანს და  ყველა სირთულის გადალახვაში დაგვეხმარება.
როგორ დაამშვენოთ სახლი, რა უნდა მოამზადოთ და ჩაიცვათ ახალი წლისთვის, რომ ხარის კეთილგანწყობა დაიმსახუროთ, GMnews-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ამოიკითხავთ.

როგორ მოვრთოთ სახლი
ასტროლოგების რეკომენდაციით, ახალ წელს უნდა შეხვდეთ ოჯახთან ერთად, რადგან ხარი შინაური ცხოველია. მას არ უყვარს არეულობა, გაფუჭებული ნივთები ან ზედმეტი წვრილმანები, ამიტომ, სახლში წესრიგში უნდა იყოს ყველაფერი. ამიტომ, მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, მაგალითად:  ქაღალდები, ძველი ჟურნალები და გაბზარული ნივთები და ა.შ. 
ინტერიერის გასაფორმებლად და დეკორაციისთვის კი, შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი და ვერცხლისფერი აქსესუარები, უმჯობესია თავი აარიდოთ წითელ ფერს. ხომ იცით, როგორ რეაგირებს ხარი წითელზე? მას აგრესიულად აქცევს, ჩვენ კი უნდა დავამშვიდოთ. კარგი იქნება ცოცხალი ნაძვის ელემენტების შეტანა სახლში - ხარს ბუნების სურნელი მოეწონება.

როგორ გავაწყოთ სუფრა 
საახალწლო სუფრის გაშლისას გამოიყენეთ უფრო ბუნებრივი მასალები - ბამბისა და თეთრეულისგან დამზადებული სუფრები და ხელსახოცები, ხის თასები და ვაზები ხილისთვის, ლამაზი კერძები, მეტალის დანა–ჩანგალი, სასანთლეები. ასევე, შეგიძლიათ დაამშვენოთ მაგიდა ყვავილების კომპოზიციებით.
რა მოვამზადოთ ახალი წლისთვის
საახალწლო სუფრა უნდა იყოს გულუხვი და მდიდრული, უამრავი მარტივი და რთული კერძებით გაწყობილი. გააკეთეთ  ღვეზელები, ლორი, ცხვრის ხორცი ან ღუმელში გამომცხვარი კურდღელი. მთელი გამომცხვარი იხვი, ბატი ან ქათამი. განათავსეთ მეტი ახალი მწვანილი მაგიდაზე - რეჰანი, ხახვი, გააკეთეთ  მწვანე სალათები, გამოაცხვეთ პური. სასურველია ყველაფერი იყოს სახლში მომზადებული, ასევე ძალიან კარგია კონსერვების გამოყენებაც. ფრთხილად იყავით ძროხის ხორცთან, ხარს შეიძლება არ მოეწონოს ასეთი კერძები. და კიდევ ერთი, ხარის ნდობის მოსაპოვებლად ერთი მარტივი გზა არსებობს – შვრიის ან ხორბლით სავსე თასის დადება მაგიდაზე, რომელიც შეგიძლიათ გააფორმოთ ნაძვის ახალი ტოტებით, ხარი მეტს არაფერს ითხოვს.
რა ჩავიცვათ 31 დეკემბერს
მსუბუქი ქსოვილებისგან დამზადებული ტანისამოსი მეტალის ბზინვარებით  შესანიშნავი არჩევანი იქნება ახალი წლის ღამეს. უფრო მეტიც, ტანისამოსი არ არის აუცილებელი იყოს ახალი - მთავარია, რომ რაც შეიძლება კომფორტულად გრძნობდეთ თავს. ხავერდოვანი კაბა, ან სულაც აბრეშუმის პიჟამაც კი შესაფერისია, ასევე, შეარჩიეთ ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული აქსესუარები, მაგალითად, მატყლის წინდები. რაც შეეხება მაკიაჟს – უნდა იყოს მსუბუქი და გახსოვდეთ! არანაირი წითელი კაბა.

კვირის ამბები