სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე ვ. ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა, ასევე, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.
„კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
მოვუწოდებთ მეწარმეებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელონ, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები“, - აცხადებენ სააგენტოში.