საზოგადოება
29.09.2026 12:47
გორში სანიაღვრე არხები ნალექის და ნარჩენებისგან გაიწმინდა
უხვი ნალექის დროს პრობლემების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, გორში სანიაღვრე არხები ნალექის და ნარჩენებისგან გაიწმინდა.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, ამ კუთხით, სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს და როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სანიაღვრე არხების გაწმენდის პარალელურად, დაასუფთავეს ქალაქში არსებული შადრევნებიც, ასევე, შეაკეთეს დაზიანებული ცხაურები.
კვირის ამბები