საზოგადოება
29.09.2026 12:45
ბიისის ჩანჩქერის მიმართულებით საინფორმაციო ნიშნები განახლდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისის ჩანჩქერის მიმართულებით საინფორმაციო ნიშნები განახლდა.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოში აღნიშნეს, განახლებული საინფორმაციო ნიშნები ვიზიტორებს გზის მარტივად მოძებნაში დაეხმარება და გარემოს მოფრთხილებისკენ მოუწოდებს.

„ბიისის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი მიმართულებაა ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

საინფორმაციო ნიშნების განახლების გარდა, ცოტა ხნის წინ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩანჩქერის ტურისტულ ბილიკსაც ჩაუტარდა. მოეწყო და შეკეთდა საფეხმავლო ხიდები, დაზიანებული და ვიწრო მონაკვეთები გაფართოვდა და გამაგრდა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოში.
კვირის ამბები