სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნის მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
შეკრებილებმა 33 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„33 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას, ვინც სიცოცხლე სამშობლოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გაწირა. სოხუმი ჩვენი ისტორიის და საერთო ტკივილის ნაწილია. მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.