გორის მუნიციპალიტეტის სპორტულ სექციებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
პროცესის დაწყება ახალგაზრდა სპორტსმენებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საფეხბურთო კლუბ „გორის“ და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ავტოპარკები განახლდა.
„ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა და სპორტის განვითარების მუნიციპალიტეტისთვის კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. განახლებული ავტოტრანსპორტი სპორტსმენების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.