საზოგადოება
24.09.2026 12:49
„ფსიქოლოგიური გავლენები სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში“ - სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ ტრენინგკურსში მონაწილეობისთვის მიღება გამოაცხადა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია მოკლევადიან ტრენინგკურსზე - „ფსიქოლოგიური გავლენები სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში“, მიღებას აცხადებს.

კურსში მონაწილეობა 21 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ და აპლიკაციები 2026 წლის 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.

„კურსის ფარგლებში მონაწილეები დარგის მოქმედი ექსპერტებისგან მიიღებენ ინფორმაციას ჯაშუშის, მასების მართვისა და ნდობის ფორმირების ფსიქოლოგიის შესახებ, ასევე შეაფასებენ ოპერატიულ საქმიანობას ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან.

რაც შეეხება შერჩევის პროცესს, შერჩევის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: აპლიკაციის მიღება, აპლიკაციის შერჩევა და გასაუბრება.

ტრენინგი კი გაიმართება 2026 წლის 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში (მისამართი: ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4.).

პროექტში მონაწილეობა უფასოა და ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://forms.gle/asYMC5W2Hh4YwzwT9
კვირის ამბები