საზოგადოება
24.09.2026 12:48
უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება
საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელთან დაკავშირებით, უფლისციხეში ეთნოფესტივალი ჩატარდება.
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობა ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, საგალობლის გუნდებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს, რეწვის ოსტატებს, ადგილობრივ მეწარმეებს, ეთნოკულინარიის წარმომადგენლებს, მეცნიერებს და მკვლევრებს, ეთნოსპორტის წარმომადგენლებს, ტრადიციული თამაშობების მონაწილეებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ.

მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და დაინტერესებულ პირებმა განაცხადი ელექტრონულად (forms.gle/qxVhiRQVy8U1z4bg7) უნდა შეავსონ.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა განვითარების ფონდის, გორისა და ატენის ეპარქიის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

„ორი დღის განმავლობაში უფლისციხე გადაიქცევა ქართული კულტურის და ეროვნული მემკვიდრეობის ცოცხალ სივრცედ.

ჩატარდება სხვადასხვა აქტივობა და მასტერკლასი. გარდა ამისა, გაიმართება გალა-კონცერტი. ღონისძიების მიზანი ქართული სარწმუნოების, კულტურის, ისტორიის, ტრადიციების დაცვა, წარმოჩენა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
კვირის ამბები