24.09.2026 12:44
ქვახვრელის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგის ვაკანსიაა.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 5-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და სავარაუდო ანაზღაურება თვეში 450-462 ლარითაა განსაზღვრული.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქოდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში; ასევე ბავშვის კოგნიტური, ემოციური, ფუნქციური და კომუნიკაციური უნარების შეფასების გამოცდილება.
კომპიუტერული საოფისე პროგრამების, ეროვნული სასწავლო გეგმის ქცევის მართვის სტრატეგიების ცოდნა ცოდნა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატსად.
მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge)-ზე 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.