საზოგადოება
23.09.2026 11:18
ტანას სანაპიროს დასუფთავების აქცია გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე რაზმების“ წარმომადგენლებმა მდინარე ტანას სანაპირო დაასუფთავეს.

აღნიშნული აქცია გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა და მსოფლიო დასუფთავების დღეს მიეძღვნა.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება პროექტის - „მდინარესთან დამეგობრება - ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, DALIA Rivers Revived-ის მხარდაჭერით გაიმართა და ევროკავშირის „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის DALIA-ს ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მდინარეების დაცვას, მათზე ზრუნვას და გარემოსდაცვით საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას.

შეგახსენებთ, მსოფლიო დასუფთავების დღე (World Cleanup Day) ყოველი წლის სექტემბრის მესამე შაბათს ან კვირას აღინიშნება, წელს კი 20 სექტემბერს შედგა.

ამ დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით მოხალისე დასუფთავების აქციებსა თუ სხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობს.
კვირის ამბები