საზოგადოება
22.09.2026 14:29
თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში მე-9 კლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, დაჭრილია 10 ბავშვი

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მანისას პროვინციაში, თურგუთლუს რაიონის ერთ-ერთი სკოლის წინ მე-9 კლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რა დროსაც, სხეულის დაზიანება ამავე სკოლის ათმა მოსწავლემ მიიღო.

ათივე ბავშვი თურგუთლუს ცენტრალურ კლინიკაშია გადაყვანილი, დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა ძალზე მძიმეა.

მოზარდმა, რომელმაც სკოლის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა, გაქცევა სცადა, თუმცა, სამართალდამცავებმა იგი უმოკლეს დროში დააკავეს.

კვირის ამბები