საზოგადოება
21.09.2026 11:51
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიის, რესურსცენტრების და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეკრებილებმა სპორტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ადგილობრივი თვითმმართველობების და რესურსცენტრების, ასევე, მუნიციპალიტეტების სკოლების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის წევრებმა სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა რეგიონის მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა აუცილებელია.

ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასა და ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომბლობით, რეგიონის მუნიციპალური სტრუქტურები და სკოლები ოლიმპიადისთვის აქტიურ მზადებას გააგრძელებენ. მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილია სკოლებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში სპორტული აქტივობების გამართვა“, - აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები