საზოგადოება
21.09.2026 11:36
ვინ გახდება სტუდენტი - ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება
უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, აბიტურიენტები საკუთარ შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge გაეცნობიან და შეიტყობენ, რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ სწავლას.

შეგახსენებთ, 1795 აბიტურიენტს, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა და ვერ გახდა სტუდენტი, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

აღნიშნული გამონაკლისი კი, უმაღლესი განათლების რეფორმის პირველ წელს, აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის სიახლის გათვალისწინებით და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, მხოლოდ წელს იყო შესაძლებელი.
კვირის ამბები