საზოგადოება
21.09.2026 11:36
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები ეწყობა
საგზაო მოძრაობის რეგულირების და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს.

როგორც გორის კეთილმოწყობის სააგენტოში აღნიშნავენ, გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სააგენტოს თანამშრომლები სხვადასხვა სახის საგზაო ნიშნებს, მათ შორის, ავტობუსის გაჩერების აღმნიშვნელ აბრებს, ასევე დასახლებული პუნქტების აღმნიშვნელ ტრაფარეტებს ამონტაჟებენ. გარდა ამისა, მაღალი რისკის მონაკვეთებზე სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერებიც ეწყობა.
კვირის ამბები