

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტესივობის წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, 19 – 20 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ღრუბლიანობა და დროგამოშვებით წვიმა.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 19 სექტემბერს, დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, +21 გრადუსია ნავარაუდევი 20 სექტემბერს.
არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი გრძელვადიან პერსპექტივაშიც, სინოპტიკოსების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 26 სექტემბრის ჩათვლით ნავარაუდევია პერიოდულად წვიმა.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი