25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ენერგიულ და პროდუქტიულ დღეს გვპირდება, რადგან ქალწულის მზე ხელს უწყობს საქმეების სტრუქტურირებას, ხოლო ვენერას გავლენა პირად ურთიერთობებში მეტ სიცოცხლესა და გულწრფელობას შემოიტანს.
ასტროლოგიური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის ამგვარია:
ვერძი
• შესაძლოა, დღის დასაწყისში მცირე დაღლილობა იგრძნოთ, თუმცა, შრომა და პრობლემების მოგვარება ენერგიას დაგიბრუნებთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი შემოსული ინფორმაცია და ბრმად ნუ ენდობით ვინმეს.
კურო
• საკმაოდ მშვიდი, ჰარმონიული და პროდუქტიული დღეა შემოქმედებითი იდეების რეალიზებისთვის. რომანტიკულ სფეროში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და პარტნიორთან ემოციური დაახლოება.
ტყუპები
წარმატებული დღეა კომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის. მეტად დაეყრდენით საკუთარ თავს და გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ მეგობრების იმედად ნუ იქნებით.
კირჩხიბი
იზრდება დამატებითი შემოსავლის მიღების ან ფინანსური საკითხების წარმატებით მოგვარების შანსი. კარგი პერიოდია გზისა და სამსახურებრივი მივლინებებისთვის.
ლომი
ვენერას გავლენით, თქვენი შარმი პიკს აღწევს, თამამი და გულწრფელი ჟესტები პირად ცხოვრებაში წარმატებას მოგიტანთ.
მოერიდეთ ზედმეტ თავდაჯერებულობას, რათა ფინანსური შეცდომები არ დაუშვათ.
ქალწული
მზე თქვენს ნიშანშია, რაც მუხტსა და განვითარების სურვილს გმატებთ. მამაკაცებისთვის დღე განსაკუთრებით პროდუქტიულია, ქალებს კი ასტროლოგები გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
სასწორი
დღეს დაგეგმილი საქმეები სამომავლოდ ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს, თუ ყველაფერს გონივრულად გათვლით.
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს, შემოიფარგლეთ სტანდარტული რუტინით.
მორიელი
შესაძლოა, ძველი ჩაფიქრებული გეგმა სწორედ დღეს განხორციელდეს. აკონტროლეთ აგრესიის გამოვლინებები და მოერიდეთ გარშემომყოფებთან საქმეების გარჩევას.
მშვილდოსანი
აქტიურობა და მიზნისკენ სწრაფვა წარმატებას მოგიტანთ, თუმცა ეს დიდ ენერგიას წაგართმევთ.
ცუდი დღეა სამსახურის შესაცვლელად ან უფროსებთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.
თხის რქა
პოზიტიური დღეა მაშინაც კი, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, ნეგატიურ შედეგს არ უნდა ელოდოთ.
ხელსაყრელი დროა ცოდნის მისაღებად ან შემოქმედებითი პროექტებისთვის.
მერწყული
გამოიჩინეთ სიფრთხილე ფინანსურ გარიგებებში, რათა თავიდან აიცილოთ დანაკარგები.
მოერიდეთ ნერვიულობას, რადგან სტრესმა, შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს.
თევზები
კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და პარტნიორული შეხვედრებისთვის.
დამშვიდდით, ნუ აჰყვებით ემოციებს და ეცადეთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე იფიქროთ.