ასტროლოგების პროგნოზით, 24 აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის გუნდური მუშაობის, მიზნების დასახვის და პროფესიული წინსვლისთვის.
დღე განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება კუროს, მორიელისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.
ვერძი: მთვარის ტრანზიტი ააქტიურებს მეგობრების, თანამოაზრეებისა და დიდი მიზნების სფეროს. საუკეთესო დროა გუნდური მუშაობისა და ახალი იდეების განსახილველად.
კურო: ყურადღების ცენტრში მოექცევა პროფესიული ამბიციები, სტატუსი და მიზნები. გამოიჩინეთ მოქნილობა საქმეში.
ტყუპები: გაგიჩნდებათ თავისუფლებისა და ჩარჩოებიდან გასვლის სურვილი. კარგი დღეა ახალი ემოციების მისაღებად, სეირნობისა და ახალი ნაცნობობისთვის.
კირჩხიბი: თქვენთვის ეს დღე პოზიტიური და იღბლიანია. მიჰყევით მოვლენებს და ენერგია სამომავლო გეგმების რეალიზაციისკენ მიმართეთ.
ლომი: მიღებული ცოდნა და ინტელექტი პროცესების სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ. გაქვთ შანსი, წარმატებით განახორციელოთ თქვენი ჯანსაღი ამბიციები.
ქალწული: მიუხედავად გარემო პირობებისა, ფინანსური წარმატებისა და მოგების ალბათობა მაღალია. შესაძლოა მიიღოთ კარგი რეკომენდაცია.
სასწორი: პირად ურთიერთობებში გამოიყენეთ ძველი, ნაცადი მეთოდები. ეს მიდგომა თქვენს მხარეს მოიზიდავს წარმატებას.
მორიელი: ასტროლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოზიტიური დღე გაქვთ. ენერგია მომავლის დასახვისა და საქმეების მოგვარებისკენ მიმართეთ.
მშვილდოსანი: იქნებით ყურადღების ცენტრში და გექნებათ ბევრი საქმე. ენდეთ შინაგან შეგრძნებებს, რადგან ლოგიკა შეიძლება არ გამართლდეს. საღამოს დაისვენეთ.
თხის რქა: დღე გპირდებათ წარმატებასა და პოზიტიურ განწყობას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
მერწყული: ასტროლოგების რჩევით, პირად თუ საქმიან პარტნიორებს მეტი სივრცე უნდა დაუტოვოთ. ეს თავიდან აგაცილებთ გაუგებრობებს.
თევზები: ყურადღება გაამახვილეთ მიმდინარე საკითხებზე. ხელსაყრელი დღეა გეგმების დალაგებისა და შინაგანი ჰარმონიის მოსაპოვებლად.