გორში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. შესაბამის სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქის სხვადახვა ლოკაციაზე არაერთი სამუშაო ხორციელდება.
„მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ქალაქის მასშტაბით, საგზაო ნიშნების მონტაჟი-განახლება მიმდინარეობს. მაღალი რისკის მონაკვეთებზე კი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები ეწყობა. იღებება, ასევე ბორდიურები“, - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.