ქსელზე განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ.
„განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება. ეს თავისთავად აისახება როგორც მგზავრთნაკადზე, მის გაორმაგებაზე, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე.
შესაბამისად, შევძლებთ, რომ ვიზიტორებს და ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს ინფორმაციით, სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამაც. როგორც აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც.